სოციალური პროექტი
პროექტის ავტორი
|
|
სახელი და გვარი
|
მაია ფიროსმანაშვილი
|
რეგიონი, ქალაქი
|
ქვემო ქართლი, რუსთავი
|
სკოლა
|
სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა
|
პროექტის მონახაზი
|
|
პროექტის სახელწოდება
|
,,ბავშვთა ინფორმირებულობა
და დაცულობა ინტერნეტ სივრცეში“
|
გუნდი
|
სკოლის მოსწავლეები, დაინტერესებული პედაგოგები, მშობლები
|
საგანთშორისი
კავშირები და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობა
|
ამ პროექტზე მუშაობით იკვეთება ზოგადი საგანთშორისი
კავშირი. პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
(სოციალურ) კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების და მათი პრევენციის საშუალებების
მიმართ.
მათი შფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა;
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების
ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს–ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ
უნარ-ჩვევებს;
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო
გამოყენება–გაიაზრებს
ჰიპერტექსტური დოკუმენტის დანიშნულებას და იყენებს მას;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში–იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში
იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს
თითოეული მათგანის სანდოობაზე.ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას,
შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას–აფასებს ციფრული საშუალებების
შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების
წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის
შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის–იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ
ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის
გასაუმჯობესებლად;
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების
კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი
ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის
ნორმებს).
|
სამიზნე ჯგუფი
|
VI კლასის
მოსწავლეები
|
აზროვნების ზედა დონის უნარები
|
დაგეგმვა,
ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
|
განხორციელების დრო
|
30 ოქტომბერი - 13 ნოემბერი, 2019 წელი (2 კვირა)
|
პროექტის აღწერა
|
|
აქტუალურობა
|
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
სწრაფმა გავრცელებამ და ,, გაციფრულებამ“
შეცვალა სამყარო. ეს ძალა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და ის შეუქცევადად ცვლის
ყოველდღიუროობას. არც ბავშვობაა გამონაკლისი, ვინაიდან ასობით მილიონი ბავშვი
სარგებლობს ინტერნეტით,ისინი ციფრული კომუნიკაციის უწყვეტ ნაკადში ცხოვრობენ და ციფრული
სამყარო მათი არსებობის ყველა ასპექტს მოიცავს: ჯანმრთელობის საკითხები იქნება თუ
ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ონლაინ ფოტოები. ბავშვის ზრდასთან
ერთად იზრდება ის ციფრული შესაძლებლობებიც, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე
და სწავლისა და სოციალიზაციის უსაზღვრო საშუალებებს აძლევს მას, რომელთა გაუთვალისწინებლობა
სრულიად დაუშვებელია.
მომავალში კიდევ უფრო მეტი
კომპიუტერი და სხვა ციფრული მოწყობილობა, ონლაინ პლატფორმა და აპლიკაცია იქნება ბავშვებისთვის
ხელმისაწვდომი. „ნივთების ინტერნეტი“, ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული სწავლება
არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს, არამედ ახალ გამოწვევებსაც ქმნის. იმისთვის, რომ
შემცირდეს ციფრული სამყაროს საფრთხეები და გაიზარდოს მისი შესაძლებლობები თითოეული
ბავშვის საკეთილდღეოდ? მნიშვნელოვანია მეტი
ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა ინტერნეტი. თავად ბავშვებმა
უნდა შეძლონ კიბერდანაშაულებების გააზრება და იდენტიფიკაცია. იცოდნენ, როგორ დაიცვან
თავი ინტერნეტ საფრთხეებისაგან.
|
მიზანი
|
თითოეული ბავშვი იყოს ინფორმირებული,
განათლებული და დაცული ინტერნეტ სივრცეში
|
აქტივობები
|
პროექტზე მუშაობისთვის მოსწავლეთა მომზადება:
ამოცანები:
პრობლემის განსაზღვრა, მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის და პროექტის ამოცანების ერთობლივად შერჩევა;
მოსწავლეები ერთვებიან საპროექტო მუშაობაში.
განიხილავენ საკვლევ მასალას მასწავლებელთან ერთად. არკვევენ საკუთარ მოვალეობებს.
პროექტზე მუშაობისთვის მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და იდეების ჩამოყალიბება, გადაწყვეტილებების მიღება საპროექტო თემის ირგვლივ. პრობლემის გადასაჭრელად იღებენ დამატებით ინფორმაციას.
მინი ლექციის საშუალებით გაცნობა მოსწავლეებისთვის
და დაინტერესებული მხარისთვის ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ;
ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების
საშუალებები და დაცვის მექანიზმები.
სკოლის
მანდატურის თანამშრომელი გააცნობს მათ საკანონმდებლო რეგულაციებს ასევე სტატისტიკური მონაცემების კიბერდანაშაულის შესახებ.
მივუთითებ ვიდეო მასალას
ინტერნეტ საფრთხეების და მათი იდენტიფიკაციის შესახებ.
თემის ირგვლივ საჭირო ინფორმაციის მოძიება
ბავშვები მოიძიებენ
მშობლებთან ერთად ინფორმაციას
კიბერ საფრთხეების შესახებ , თითოეული გუფი წარმოადგენს
და წაიკითხავს კლასში ერთიკონკრეტული კიბერსაფრთხის სახეობას და წაკითხულის გარშემო ისაუბრებენ -
რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ, რატომ უნდა დავიცვათ თვითცენზურა და ეთიკური ნორმები ინტერნეტ
სივრცეში და მოვუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ისე სხვისი
უფლებებს. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს (იდეებს) როგორ დაიცვან
თავი კიბერდანაშაულებებისგან და ისარგებლონ უსაფრთოხო ინტერნეტ სივრცით შესაძლებლობის
ფარგლებში.
საინფორმაციო ბუკლეტს მოამზადება რეკომენდაციებით რომელიც განთავსდება
სკოლის სოციალურ გვრდზე და გასაჯაროვდება.
მოსწავლეებში ფუნქციების განაწილება;
პროექტის სლაიდების მომზადება და დაგეგმილი
პროექტის განხორციელება; ბანერის შექმნა და განთავსება საკლასო ოთახში.
|
მონაწილეთა კომპეტენცია
|
მოსწავლეებს შეუძლიათ აღნიშნულ თემაზე გამოთქვან საკუთარი აზრი, შეუძლიათ
მოიძიონ,გაანალიზონ პრობლემა და საჭიროება და იპოვონ გონივრული გამოსავალი. მოსწავლეებს
აქვთ უნარი კონკრეტულ სიტუაციაში ჰქონდეთ ადექვატური რეაქცია პრობლემის გადაჭრის ან თავიდან აცილების
მიზნით.
|
მონიტორინგი და შეფასება
|
გეგმის შედგენა და შესრულების ეტაპების კონტროლი, დაკვირვება, მითითება,
ჩანიშვნა, რეფლექსიის მომზადება.
|
შესაძლო რისკები
|
ინფორმაციისა და პროექტის სწორად აღქმა როგორც მოსწავლეებში, ისე მშობლებში
და პედაგოგებში.
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლეებს აუმაღლდებათ სამოქალაქო ცნობიერებისა და შინაგანი კულტურა ციფრულ სამყაროში,
განუვითარდებათ და ჩამოუყალიბდებათ პასუხისმგებლობა
და ემპათია, წარმართავენ სოციალურ სტიმულირებას სწორი მიმართულებით , შეძლებენ თაობათა შორის სწორ
კომუნიკაციას, ადრეულ ასაკშივე
იმის გააზრებას, რომ ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი და დაგვჭირდება ყურადღება და დახმარება. განუვითარდებათ ემოციების ურთიერთგაზიარების, თავდაცვითი და პრევენციის ზომების მიღების
უნარი, მისცემენ პროექტს სისტემურ ხასიათს.
|
გამოყენებული ბმულები:
|
http://mastsavlebeli.ge/?p=17351–იდეები სოციალური პროექტების დაგეგმვისათვის განათლების დაწყებით საფეხურზე;
https://www.youtube.com/watch?v=T8RSm12Z5zc–კიბერდანაშაული მოზარდებში;
https://www.youtube.com/watch?v=zolqcWTZT5I–კიბერდანაშაული–იდენტიფიკაცია;
https://www.youtube.com/watch?v=ufnZ9YvtpXg–კიბერდანაშაული სოციალური ქსელის გავლით;
|
პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება
|
,,ბავშვთა ინფორმირებულობა
და დაცულობა ინტერნეტ სივრცეში“
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მაია ფიროსმანაშვილი
|
ხანგრძლივობა
|
14 დღე (30 ოქტომბერი - 13 ნოემბერი)
|
ადგილი
|
სსიპ
ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა
|
სოციალური პროექტი განვახორციელე VIბ კლასში და
მასში მონაწილეობა მიიღო 17-მა მოსწავლემ, 5–მა მშობელმა და მასწავლებელმა.
პროექტის
მიზანი იყო: თითოეული ბავშვის იყოს ინფორმირებული, განათლებული
და დაცული ინტერნეტ სივრცეში
·
მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერებისა
და შინაგანი კულტურის ამაღლება ციფრულ
სამყაროში;
·
თანადგომის უნარის ჩამოყალიბება, სოციალური სტიმულირების სწორი მიმართულებით წარმართვა, თაობათა შორის სწორი კომუნიკაცია,
·
ემოციების
ურთიერთგაზიარება, თავდაცვითი
და პრევენციის ზომების მიღების უნარის გაუმჯობესება.
·
განუვითარდათ თანამშრომლობის, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
პროექტ -გაკვეთილი გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის
შემდეგი სტანდარტების შედეგებიდან:
ის.ტექნ.დაწყ.1.
მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების
დროს–ქსელურ გარემოში
ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
ის.ტექნ.დაწყ.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება–გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის
დანიშნულებას და იყენებს მას;
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში–იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და
ინფორმაციის ორგანიზებისას;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს
რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.ინფორმაციის სხვადასხვა
ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული პროდუქტის შექმნისას–აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს
მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების
წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის
შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის–იყენებს
ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად,
ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად; იცავს
საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის
უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული
რესურსების მისაწვდომობის ნორმებს). ამასთანავე, პროექტ გაკვეთილს ჰქონდა
სადამრიგებლო ფუნქციაც. კერძოდ, მომხდარიყო მოსწავლეებში ქცევის ეთიკური ნორმების გათავისება ინტერნეტ სივრცეში, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა, მოსწავლეების პიროვნული, სოციალური და
შემეცნებითი განვითარება, ასევე, შექმნილიყო ხელსაყრელი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობები ბავშვის სოციალური განვითარებისთვის, იმის გაანალიზებისთვის, რომ
ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი და დაგვჭირდება ყურადღება და დახმარება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:
პირველ ეტაპზე მოვახდინე პროექტის დაგეგმვა, მინი ლექციის საშუალებით გავაცანი მოსწავლეებს
და დაინტერესებულ მხარეებს ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ;
ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების
საშუალებები და დაცვის მექანიზმები.
სკოლის მანდატურის თანამშრომელმა გააცნო მათ საკანონმდებლო რეგულაციები ასევე სტატისტიკური მონაცემების კიბერდანაშაულის შესახებ. მივუთითე ვიდეო მასალას
ინტერნეტ საფრთხეების და მათი იდენტიფიკაციის შესახებ.
(https://www.youtube.com/watch?v=T8RSm12Z5zc–კიბერდანაშაული მოზარდებში;
https://www.youtube.com/watch?v=zolqcWTZT5I–კიბერდანაშაული–იდენტიფიკაცია;
https://www.youtube.com/watch?v=ufnZ9YvtpXg–კიბერდანაშაული სოციალური ქსელის გავლით;)
ბავშვებმა მოიძიეს
მშობლებთან ერთად თემის
ირგვლივ საჭირო ინფორმაცია.
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა და წაიკითხეს კლასში ერთი
კონკრეტული კიბერსაფრთხის სახეობის შესახებ ინფორმაცია:
ტროლინგი–თემაზრე იმუშავა მოსწავლეთა ჯგუფმა:
1. ლუკა გოგბერაშვილი
2. მუსა გურბანოვი
3. მარიამ გოგრიჭიანი
4. მარიამ ხარაზიშვილი
5. საბა შარიქაძე
კიბერბულინგი–თემაზრე იმუშავა
მოსწავლეთა ჯგუფმა:
1. სალომე ჭიქინაშვილი
2. გიორგი ჯაბუა
3. ნუცა შენგელია
4. გიორგი ამურველაშვილი
სოციალური ქსელის მეშვეობით მართული თამაშები–
თემაზრე იმუშავა მოსწავლეთა ჯგუფმა:
ფსიქო-ემოციური
ფაქტორები –თემაზრე
იმუშავა მოსწავლეთა ჯგუფმა:
წაკითხულის გარშემო ისაუბრეს
- რა მოეწონათ,
ან რა არ მოეწონათ, რატომ უნდა დავიცვათ თვითცენზურა და ეთიკური ნორმები ინტერნეტ სივრცეში და როგორ მოვუფრთხილდეთ როგორც
საკუთარ, ისე სხვის უფლებებს. შეიმუშავეს
რეკომენდაციები (იდეები), როგორ დაიცვან თავი კიბერდანაშაულებებისგან
და ისარგებლონ უსაფრთოხო ინტერნეტ სივრცით შესაძლებლობის ფარგლებში.
მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტი რეკომენდაციებით, რომელიც განთავსდება სკოლის სოციალურ გვრდზე
და გასაჯაროვდება.
მოსწავლეებში
გადავანაწილე ფუნქციები პროექტის სლაიდების მოსამზადებლად და დაგეგმილი
პროექტის განსახორციელებად; მოსწავლეებმა
შექმნეს ბანერი და განათავსეს საკლასო ოთახში.
დათქმულ
დროს ჩავატრე პროექტ–გაკვეთილი და წარმოვადგინეთ პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint–ის დახმარებით. პროექტის მსვლეობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა:
მოსწავლის მიერ ინტერნტსაფრთხეები შესახებ ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
ტექნოლოგიების გამოყენებით, დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების და
რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან და
საზოგადოებასთან. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტში წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა,
დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში, პრეზენტაციების მომზადება
პროგრამაში Powerpoint–ში.
ამ პროექტით მოსწავლეებს აუმაღლდათ სამოქალაქო ცნობიერება და შინაგანი კულტურა ციფრულ სამყაროში, განუვითარდათ თანამშრომლობის, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების
უნარი. მოსწავლეებმა
გაარკვიეს კიბერდანაშაულის სახეები და როგორ შეიძლება მისი პრევენცია, ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობა და ემპათია, წარმართონ სოციალურ სტიმულირებას სწორი მიმართულებით , შეძლონ თაობათა შორის სწორი კომუნიკაცია, ადრეულ ასაკშივე იმის გააზრება, რომ ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ
კიბერდანაშაულის მსხვერპლი და დაგვჭირდება ყურადღება და დახმარება. განუვითარდათ ემოციების ურთიერთგაზიარების, თავდაცვითი და პრევენციის ზომების მიღების
უნარი, პროექტის განხორციელებას მისცემენ სისტემურ ხასიათს.
პროექტის მსვლელობისას არ
შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატებისა და გეგმის მოდიფიცირების. მიუხედავად იმისა ,რომ პროექტი შედგა, გამოიკვეთა მცირე ხარვეზი. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მოსწავლეებისთვის დამატებითი კითხვების დასმა
(შედეგის დამადასტურებელი), თუ როგორ გაითავისეს პროექტი და როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში?,
რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში.
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ამსახველ ფოტო მასალას:
წარმოგიდგენთ მოსწავლეების
მიერ შექმნილ პრეზენტაციას: https://docs.google.com/presentation/d/1YyyTUrffyjZjB0RhR46mxlRTGGK3z6jn/edit?pli=1#slide=id.p1
|
სოციალური
პროექტი
პროექტის
ავტორი
|
|
სახელი
და გვარი
|
მაია ფიროსმანაშვილი
|
რეგიონი,
ქალაქი
|
ქვემო
ქართლი, რუსთავი
|
სკოლა
|
სსიპ
ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა
|
პროექტის
მონახაზი
|
|
პროექტის
სახელწოდება
|
კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში
|
გუნდი
|
სკოლის
მოსწავლეები, დაინტერესებული პედაგოგები, მშობლები
|
საგანთშორისი კავშირები და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან
შესაბამისობა
|
ამ პროექტზე მუშაობით იკვეთება
ზოგადი საგანთშორისი კავშირი. პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა კომპიუტერთან (მის როლთან ჩვენს ცხოვრებაში) დაკავშირებით
არსებული საფრთხეების და მათი პრევენციის საშუალებების მიმართ. მოსწავლეებს
გავაცნობთ კომპიუტერის როლი თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობისას დადებით
და უარყოფით მხარეებს.
მათი შფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა;
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
ის.ტექნ.დაწყ.1.
მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების
დროს– მსჯელობს ისტ–ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით
მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
ის.ტექნ.დაწყ.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება. – ციფრული
მოწუობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს; ასახელებს
სხვადასხვა ციფრულ საშუალებებს და საუბრობს მათ დანიშნულებაზე;
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში–იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და
ინფორმაციის ორგანიზებისას; ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ
საძიებო სისტემას.
ის.ტექნ.დაწყ.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული პროდუქტის შექმნისას–აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს
მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად
ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის–იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ
ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის
გასაუმჯობესებლად;
|
სამიზნე
ჯგუფი
|
Vა კლასის
მოსწავლეები
|
აზროვნების ზედა დონის უნარები
|
დაგეგმვა,
ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
|
განხორციელების
დრო
|
6
ნოემბერი, - 18 ნოემბერი, 2019 წელი (2 კვირა)
|
პროექტის
აღწერა
|
|
აქტუალურობა
|
შემიძლია ვთქვა,რომ XXI-საუკუნეში კომპიუტერის როლი არის
უმნიშვნელოვანესი, ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
დიდ როლს თამაშობს კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში და თუნდაც მისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად ძალზე აქტუალურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში,
შეძილება დავასკვნათ, რომ დღეს ის იმარჯვებს ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს,
ამაში კი კომპიუტერს დიდი
წვლილი მიუძღვის...
ასე, რომ მთავარია კომპიუტერის შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოყენება და მისი უარყოფითი მხარეები, არც იარსებებს. კომპიუტერს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები...
დადებითია : იგებ ბევრ, ახალ ინფორმაციას სწრაფად, აწარმოებ საქმიან მოლაპარაკებებს, ეკონტაქტები მეგობრებს,რომელთანაც არ გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. სოციალური ქსელების დახმარებით აკეთებ ე.წ. სარეკლამო გვერდებს და შენ პროდუქციას უკეთებ რეკლამას, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქვს უარყოფითი მხარეებიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით: აქვეითებს მხედველობას და ამასთანავე მისი ხშირი მოხმარებისას რეალობას წყდები და კომპიუტერზე მიჯაჭვული ხდები. ამას ბევრი სპეციალისტიც აღნიშნავს.. მაგალითად: ერთ-ერთი ოფთალმოლოგის დაკვირვებით კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს, მოგვიანებით პირობითად ”მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი” ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაგვარია. საქმე იმაშია, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან - ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა არც ფერადი კომპიუტერული გამოსახულება შეესაბამება ბუნებრივ ფერებს. მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედითუნარიანობა. თვალი ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ასეთ შემთხვევაში პიროვნება იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან - კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და თავისთავად სხვადასხვა განათების ქვეშ იმყოფება. ექიმი კომპიუტერთან მომუშავეებს ურჩევს პერიოდულად მოშორდნენ მონიტორს, მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ მუშაობა. მეც ვეთანხმები მის ამ მოსაზრებას,რადგან ამ პრობლემის მქონე ბევრი პიროვნება მინახავს.
|
მიზანი
|
მოსწავლეებმა შეისწავლონ კომპიუტერთან მუშაობის
უნარ- ჩვევები, ისინი მოძებნონ
სხვადასხვა ინფორმაცია კომპიუტერის შესახებ, გაეცნონ სხვადასხვა სტატიებს, ასევე
კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვას, რაც
აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
|
აქტივობები
|
კომპიუტერის როლის გაცნობა თანამედროვე
მსოფლიოში და მასთან მუშაობისას დადებით და უარყოფით მხარეებზე ინფორმირებულობა.
პროექტზე მუშაობისთვის მოსწავლეთა მომზადება:
ამოცანები:
პრობლემის განსაზღვრა, მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის და პროექტის ამოცანების ერთობლივად შერჩევა;
მოსწავლეები ერთვებიან საპროექტო მუშაობაში.
განიხილავენ საკვლევ მასალას მასწავლებელთან ერთად. არკვევენ საკუთარ მოვალეობებს.
პროექტზე მუშაობისთვის მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და იდეების ჩამოყალიბება, გადაწყვეტილებების მიღება საპროექტო თემის ირგვლივ. პრობლემის გადასაჭრელად დამატებით ინფორმაციის
მიღება.
მინი ლექციის საშუალებით გაცნობა
მოსწავლეებისთვის და დაინტერესებული მხარისთვის კომპიუტერის როლის შესახებ
ჩვენს ცხოვრებაში, ასევე მასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით (არსებულს საფრთხეების შესახებ) მხარეებზე ყურადღების
გამახვილება;
თემის ირგვლივ საჭირო
ინფორმაციის მოძიება.
შერჩეული თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებს
დავყოფთ ჯგუფად: პირველი ჯგუფი
– შეარჩევს იმ საკითხებს, რომლის გარკვევა და შესწავლა არის
პროექტის მიზანი, ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო მხარეებს, ასევე
მასთან მუშაობისას დასაცავ ნორმებს.
მეორე ჯგუფი
– მოიძიებს სხვადასხვა მასალას ინტერნეტში,
სახელმძღვანელოებში და ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას რვეულში,
გადაიღებენ ფოტომასალებს, შეხვდებიან
სხვადასხვა სფეროში კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს და ჩვეულებრივ
მოყვარულებს. ასევე გაესაუბრებიან ფსიქოლოგს და სკოლის ექიმს, რათა გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს
კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების დარღვევას.
მესამე ჯგუფი – შეაჯამებს ყველა მოპოვებულ ინფორმაციას,
შეკრებს მას როგორც ერთ მთლიანობას და გამოიტანს დასკვნებს. რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ
პრეზენტაციის სახით;
კედლის გაზეთის შექმნა და განთავსება საკლასო ოთახში.
მოსწავლეებში ფუნქციების განაწილება; პროექტის განხორციელება;
|
მონაწილეთა
კომპეტენცია
|
მოსწავლეებს
შეუძლიათ აღნიშნულ თემაზე გამოთქვან საკუთარი აზრი, შეუძლიათ მოიძიონ, გაანალიზონ
პრობლემა და საჭიროება და იპოვონ გონივრული გამოსავალი. მოსწავლეებს აქვთ უნარი კონკრეტულ
სიტუაციაში ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია პრობლემის გადაჭრის ან თავიდან აცილების მიზნით.
|
მონიტორინგი
და შეფასება
|
გეგმის
შედგენა და შესრულების ეტაპების კონტროლი, დაკვირვება, მითითება, ჩანიშვნა, რეფლექსიის
მომზადება.
|
შესაძლო
რისკები
|
ინფორმაციისა
და პროექტის სწორად აღქმა როგორც მოსწავლეებში, ისე მშობლებში და პედაგოგებში.
|
მოსალოდნელი
შედეგი
|
მოსწავლეების ცნობიერებისა და შინაგანი კულტურის ამაღლება, კომპიუტერული ტექნიკის განვითარების
ეტაპებისა მიღწევების გაცნობა. კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევების შესწავლა და
კვლევა ძიების უნარის–ჩვევების გამომუშავება. მისი სასარგებლო თუ საზიანო მხარეების
გაცნობა კომპიუტერის გამოყენების სხვადასხვა სფეროში და პრევენციის ზომების მიღების
უნარი, მისცემენ პროექტს სისტემურ ხასიათს.
|
გამოყენებული ბმულები:
|
https://sites.google.com/site/computer987987987/kompiuteri-chvens-tskhovrebashi–კომპიუტერი ჩვენს ეპოქაში
http://datuniaa.blogspot.com/–კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში
http://computersandchildrens.blogspot.com/–კომპიუტერის როლი ბავშვთა
ყოფით ცხოვრებაში
|
პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება
|
კომპიუტერის
როლი ჩვენს ცხოვრებაში
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მაია ფიროსმანაშვილი
|
ხანგრძლივობა
|
6
ნოემბერი, - 18 ნოემბერი, 2019 წელი (2 კვირა)
|
ადგილი
|
სსიპ
ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა
|
სოციალური
პროექტი განვახორციელე Vა კლასში და მასში მონაწილეობა მიიღო 21-მა მოსწავლემ,
5–მა მშობელმა და 2–მა
მასწავლებელმა.
პროექტის
მიზანი იყო: მოსწავლეებს შევასწავლოთ
კომპიუტერთან მუშაობის უნარ– ჩვევები,
სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება კომპიუტერის შესახებ, ასევე კომპიუტერთან
ჯდომის წესების და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვის შესახებ, რაც აუცილებელია
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
·
მოსწავლეების ცნობიერებისა და შინაგანი კულტურის ამაღლება,
კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ეტაპებისა მიღწევების გაცნობა.
·
კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევების შესწავლა და კვლევა ძიების უნარის–ჩვევების გამომუშავება. მისი სასარგებლო თუ
საზიანო მხარეების გაცნობა კომპიუტერის გამოყენების სხვადასხვა სფეროში და
პრევენციის ზომების
მიღების უნარი.
·
განუვითარდათ თანამშრომლობის, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
პროექტ გაკვეთილი გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგი სტანდარტების შედეგებიდან:
ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა
იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს–
მსჯელობს ისტ–ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის
სხვადასხვა სფეროში.
ის.ტექნ.დაწყ.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება. – ციფრული
მოწუობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს; ასახელებს
სხვადასხვა ციფრულ საშუალებებს და საუბრობს მათ დანიშნულებაზე;
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის
მოძიებისას და კვლევის პროცესში–იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და
ინფორმაციის ორგანიზებისას; ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ
საძიებო სისტემას.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული
პროდუქტის შექმნისას–აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს
მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების
გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად
ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის–იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ
ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის
გასაუმჯობესებლად;
ამასთანავე, პროექტ გაკვეთილს ჰქონდა სადამრიგებლო ფუნქციაც. კერძოდ, მომხდარიყო
მოსწავლეებში ქცევის ეთიკური ნორმების გათავისება კომპიუტერთან
ურთიერთობის დროს, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა, მოსწავლეების პიროვნული, სოციალური და შემეცნებითი განვითარება, ასევე, შექმნილიყო ხელსაყრელი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობები ბავშვის სოციალური განვითარებისთვის, იმის გაანალიზებისთვის, რომ ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ კომპიუტერის
უარყოფითი გავლენის მსხვერპლი დაგვჭირდება ყურადღება და
დახმარება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად
განხორციელდა: პირველ ეტაპზე მოვახდინე პროექტის დაგეგმვა, მინი ლექციის საშუალებით გავაცანი მოსწავლეებს და დაინტერესებულ მხარეებს მინი ლექციის საშუალებით
კომპიუტერის როლის შესახებ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე მასთან დაკავშირებულ დადებითი
და უარყოფითი (არსებულის საფრთხეების) შესახებ.
სკოლის ექიმმა და ფსიქოლოგმა ისაუბრეს და მიაწოდეს
ინფორმაცია მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს კომპიუტერის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
და კერძოდ თვალზე, ხერხემალზე და ნერვულ სისტემაზე.
ასევე მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით
თემის ირგვლივ.
მოსწავლეები დავყავი ჯგუფად:
პირველმა ჯგუფმა – შეარჩია
ის საკითხებს, რომლის გარკვევა და შესწავლა არის პროექტის მიზანი, ეს შეეხება
როგორც აუცილებელ და სასარგებლო მხარეებს, ასევე მასთან მუშაობისას დასაცავ
ნორმებს.
მეორე ჯგუფმა – მოიძია
სხვადასხვა მასალას ინტერნეტში, სახელმძღვანელოებში და ამოიწერეს მათთვის
სასურველ ინფორმაციას რვეულში, გადაიღეს ფოტომასალა, შეხვდნენ ფსიქოლოგს და ექიმ
ოფთალმოლოგს, რადგან გაეგოთ თუ რა
შედეგები შეიძლება მოყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების დარღვევას.
მესამე
ჯგუფმა – შეაჯამა ყველა მოპოვებულ ინფორმაცია, შეკრიბა ის როგორც
ერთ მთლიანობა და გამოიტანა დასკვნები. რომელიც საბოლოოდ წარმოადგინეს
პრეზენტაციის/დემონსტრირების სახით; შექმნეს კედლის გაზეთი და განთავსეს საკლასო ოთახში.
მოსწავლეებში გავანაწილე ფუნქციები
; განვახორციელეთ პროექტი.
მივუთითე ვიდეო მასალა:
https://sites.google.com/site/computer987987987/kompiuteri-chvens-tskhovrebashi–კომპიუტერი ჩვენს ეპოქაში
http://datuniaa.blogspot.com/–კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში
http://computersandchildrens.blogspot.com/–კომპიუტერის როლი ბავშვთა
ყოფით ცხოვრებაში
დათქმულ დროს
ჩავატრე პროექტ–გაკვეთილი და წარმოადგინეს
პრეზენტაციის სახით; პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა: მოსწავლის მიერ კომპიუტერის
შესახებ ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება ტექნოლოგიების გამოყენებით,
დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების და რეკომენდაციების შემუშავება და
აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება თანატოლებთან და საზოგადოებასთან. თითოეული
აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტში წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები: ინფორმაციის
მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა–გადმოწერა რვეულში,
დახარისხება, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა.
ამ პროექტით
მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება
და შინაგანი კულტურა, კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ეტაპებისა მიღწევების გაცნობის
მეშვეობით. გამოუმუშავდათ კომპიუტერთან მუშაობის
უნარ–ჩვევები შესწავლის და კვლევა ძიების უნარის–ჩვევების საფუძველზე. მისი სასარგებლო
თუ საზიანო მხარეების გაცნობამ, კომპიუტერის გამოყენების სხვადასხვა სფეროში ჩამოუყალიბა
პრევენციის ზომების მიღების უნარი, პროექტზე
შეძენილ გამოცდილებას მისცემენ სისტემურ ხასიათს.
პროექტის მსვლელობისას არ
შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატებისა და გეგმის მოდიფიცირების.
მიუხედავად იმისა ,რომ პროექტი შედგა, გამოიკვეთა მცირე ხარვეზი. პროცესში ყველა
მოსწავლე არ იყო აქტიურდ ჩართული, იჩენდა პასიურობას, რასაც აუცილებლად მივაქცევ
ყურადღებას შემდეგში.
წარმოგიდგენთ ფოტო მასალას:
|
Комментариев нет:
Отправить комментарий