სახელმძღვანელოები ,,ინფორმაციულიდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები"

суббота, 10 ноября 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მაია ფიროსმანაშვილი 
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა და Windows 10–ის პარამეტრების მომართვა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს მსჯელობა კომპიუტერისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულების შესახებ. ისაუბროს ოპერაციული სისტემის დანიშნულებაზე და შეძლოს მისი პარამეტრების მომართვა.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები

მთელი კლასი

2 წთ.

A-ფაზა




2
მოსწავლეს შევახსენოთ კომპიუტერის ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობები და შემტან-გამომტანი სისტემის შესაძლებლობები.
ევრისტიკული მეთოდით–გახსენება;
მთელი კლასი;

სახელმძღვანელო ელ.ვერსია;
5 წთ
3
კითხვა-პასუხი
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს უკვე შესწავლილი მასალის ირგვლივ
Ø  რომელი პროგრამები შეისწავლეს?
Ø  დავალების შესრულება შეუძლიათ ამ პროგრამებში?
Ø  რა მოხდება თუ ამ პროგრამებს ამოშლით კომპიუტერიდან?


დისკუსია;
გონებრივი იერიში;


მთელი კლასი;
ინდივიდუალური;
კომპიუტერი
8 წთ

B - ფაზა




4
მოსწავლეებს ვესაუბრებით აპარატურული(Hardware) და პროგრამული უზრუნველყოფის (Software)შესახებ; განვიხილოთ პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფა. სლაიდ-შოუს გამოყენებით ყურადღება გავამახვილოთ მათ შორის განსხვავებაზე. აქცენტი მოვახდინოთ სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებითი პროგრამებისა და კომპიუტერული მოწყობილობების გამართულ მუშაობას.
მოსწავლეებს ვაჩვენოთ, როგორ ხდება ოპერაციული სისტემის პარამეტრების მომართვა:

აქტიური ლექცია;
დემონსტრირების მეთოდი;
დედუქციური მეთოდი
მთელი კლასი

კომპიუტერი
პროექტორი
10 წთ.

C – ფაზა




5
დაფაზე ჩამოვწეროთ პროგრამული უზრუნველყოფის დასახელებები და მოსწავლეებს მივცეთ დავალება ტექსტურ რედაქტორში შექმნან ორსვეტიანი ცხრილი,რომელშიც შეძლებენ დააჯგუფონ ცალკ–ცალკე სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფა
ანალიზის მეთოდი;
სწავლა კეთებით–ქმედებაზე ორიენტირებული; თანამშრომლობითი სწავლება;
   მუშაობა წყვილებში;
ინდივიდუალური;
კომპიუტერი
პროექტორი;
დაფა;
მარკერი (ცარცი);
10წთ.
6
წყვილები (ან ინდივიდი)რომლებიც პირველები დაასრულებენ სამუშაოს მოახდენენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტირებას კლასის წინაშე.მოსწავლეები მოახდებენ თვითშეფასება.
დემონტრირების მეთოდი;
თანამშრომლობითი;
ზეპირსიტყვიერი;
წყვილები;
ინდივიდუალური;
კომპიუტერი
5წთ
7
გაკვეთილის ჩანიშვნა;
მოსწავლეთა შეფასება;
გაკვეთილის რეფლექსია (შეჯამება);
ვერბალური მეთოდი;
მთელი კლასი;
ინდივიდუალური;

სახელმძღვანელო ელ.ვერსია;
კლასის ჟურნალი;;
5წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

·         აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგ: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგ: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
·         მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
·         იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·         აფასებს ციფრული საშუალევის შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუტის შექმნისას.
·         მიზნების და  თავისებურების გათბალისწინებით, ამზადებს სლაიდს საკუთარი მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.

ის.ტექნ.დაწყ..2. მოსწავლეს უნდა შეუძლოს  ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
შეფასება:
მოსწავლეთა შეფასება მოხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით, მოსწავლეები ასევე შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს.


ხელმოწერა:

თარიღი:




შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
1-2
3-5
6-8
9-10
აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციებს
ვერ აცნობიერებს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციებს
უჭირს პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციების გაცნობიერება
შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციების გაცნობიერება
სწორად აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებას და ფუნქციებს
ეფექტიანად იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთ ძირითად ფუნქციას
ვერ იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთ ძირითად ფუნქციას
უჭირს გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთ ძირითად ფუნქცია
შეუძლია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთ ძირითად ფუნქცია
უშეცდომოდ შეუძლია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია
საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
ვერ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
უჭირს  საჭიროებისამებრ შეინახოს ციფრულ მასალა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
შეუძლია საჭიროებისამებრ შეინახოს ციფრულ მასალა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
უშეცდომოდ და სწორად შეუძლია საჭიროებისამებრ შეინახოს ციფრულ მასალა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით.
იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;


ვერ იყენებს ისტ-ს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;

უჭირს გამოიყენოს  ისტ-ი იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;

შეუძლია გამოიყენოს  ისტ-ი იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;

უშეცდომოდ და სწორად შეუძლია გამოიყენოს  ისტ-ი იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;





წყვილებში მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმი
1-2
3-5
6-8
9-10
წყვილის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
წყვილმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
წყვილმა ნაწილობრივ გააცნობიერა სამუშაო
მიზანი.
წყვილმა გააცნობიერა
სამუშაო მიზანი.
წყვილმა კარგად გააცნობიერა სამუშაო მიზანი.
წყვილის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ არის ორგანიზებული. ფუნქციები არაა გადანაწილებული.
სამუშაო ნაწილობრივ არის ორგანიზებული და ფუნქციები არა თანაბრად ნაწილდება.
სამუშაო ორგანიზებულია, მაგრამ ფუნქციები თანაბრად არაა გადანაწილებული.
სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ფუნქციები თანაბრად გადანაწილებულია.
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარებისუნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების  უნარი.
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი.
დროის ლიმიტი
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა.
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს.
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს.
თანამშრომლობა
წყვილი არ აქტურობს, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითიგარემო.
წყვილში მხოლოდ ერთი მოსწავლე აქტიურობს, ზოგჯერ შეიმჩნევა დაძაბული ურთიერთობა და პასიურობა.
წყვილში არ არის თანაბარი აქტიურობა, ურთიერთობა ძირითადად პოზიტიურია.
წყვილის ორივე წევრი აქტიურია და სამუშაო-ნაყოფიერი. მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა.




გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა


რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
ვისთან ერთად იმუშავე?
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?



Комментариев нет:

Отправить комментарий