ფოტოალბომის შექმნა
პროექტის იდეა : შერჩეულ თემაზე ფოტოალბომის შექმნა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლემ შეძლოს კომპლექსური დავალების
შესრულება
მიზანი: ინფორმაციის შეგროვებას და პროექტის პრეზენტაცია; ჯგუფში ფუნქციების
განაწილება და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება ისე რომ საბოლოო პროდუქტი იყოს სრულყოფილი.
მონაწილეთა
ასაკი (კლასი): მე–6 კლასი
პროექტის
ხანგრძლივობა: 14 დღე.
მოსალოდნელი
შედეგი: ფოტოების
და სლაიდების საშუალებით ფოტოალბომის შექმნა
ის. ტექნ.
დაწყ.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ–ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ
გამოყენება.
ის. ტექნ.
დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში.
ის. ტექნ.
დაწყ.4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული პროდუქტის შექმნისას.
შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის
მოძიებისა და კვლევის პროცესში.
ის. ტექნ.
დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის
წინარე
ცოდნა: ტექსტური
რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამა, ფოტოალბომის შექმნა,ტექსტური რედაქტორი, ინფორმაციის
მოძიება ინტერნეტში.
რესურსი:
კომპიუტერი,
სახელმძღვანელო, ინტერნეტი პროექტორი, ელ. რესურსები, საზოგადოება. ისტორიის, გეოგრაფიისა
და ხელოვნების საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი.
მსვლელობასთან
დაკავშირებული მითითებები:
მოსწავლეებს მივაწოდე
თემის დასახელება ,,საქართველოს კუთხეების კულტურა და ტრადიციები“; კლასი დავყავი ჯგუფებად,
დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით, ,,მეგობრის საათის“ მეთოდის გამოყენებით. ავირჩიე
ლიდერი . თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება ფოტოების მოძიება და ფოტოალბომის შექმნა კითხვების
მიხედვით: ა)კუთხის (რეგიონის) გამორჩეული,
მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ტრადიცია; ბ) კულტურა: ცეკვა, სიმღერა; გ) კულინარია;
დ) ისტორიული ღირსშესანიშნაობა; ე) კუთხის (რეგიონის) დამახასიათებელი ფოტო (ლანდშაფტი
და ეროვნული სამოსი) . 5 ჯგუფი მოამზადებს და წარმოადგენს ელექტრონულ პრეზენტაციას საქართველოს 5 კუთხის კულტურის და
ტრადიციების შესახებ.
შეფასება:
განმავითარებელი.
თვითშეფასება: მოსწავლე ახდენს თვითშეფასაბას.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე შეძლებს:
ისტ–ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენებას
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიებისა
და კვლევის პროცესში და ციფრული პროდუქტის
(ფოტოალბომის) შექმნისას.
ციფრული ნამუშევრის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ, აუდიო და
ვიდეო მასალას.მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურების გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციას/
სლაიდებს საკუთარი ან ჯგუფის მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მაია ფიროსმანაშვილი
ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში როჯერსის თეორიის გამოყენებით ,,სწავლა კეთებით" საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, ვიზუალური მასალით გამდიდრება,სასწავლო პროექტის მომზადება, ბლოგის შექმნა და მოწყობა, ონლაინ რესურსის popplet-ის გამოყენება და ა.შ. ამისთვის დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ქ-ნ. ლია ნავროზაშვილს.
ОтветитьУдалить